DTX-402K

2150 d

ეს, სწორედ ის არის ... თქვენი ციფრული მეგობარი

  • 10 სხვადასხვა დრამის სემპლები,რომლებიც მიღებულია Yamaha-ს მრავალწლიანი გამოცდილებით და  მაღალი ხარისხის ჟღერადობის მიღების ტექნოლოგიებით
  • 10 სავარჯიშო ფუნქცია, გრუვის და შემსრულებლის შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად
  • განახლებული პადების კომბინაცია და ბას–ბარაბანის უხმო პედალი


თქვენი აზრით, რით დაიწყეს ცნობილმა დრამერებმა, რომლებიც შთაბეჭდილებას ახდენენ სცენაზე? დრამერები, რომლებიც შთააგონებენ მილიონობით ადამიანს? ყველა მათგანმა დაიწყო პირველი ნაბიჯის გადადგმით. ახლის დაწყების მცდელობით...

ბგერები, რომლებიც აღგავსებთ და ფეთქავს გულში....  ბედნიერი მღელვარება, რომელსაც გრძნობთ სადღაც მკერდში... იმპულსი, რომელსაც ვერ იკავებთ... არ დამალოთ ემოციები – განახორციელეთ თქვენი ოცნებები! 

შეიცვალეთ მომავალი DTX-402- თან ერთად!



ჟღერადობა 


– DTX- ელექტრო დრამზე დაკვრა იმდენად სახალისოა, რომ არ მოგინდებათ შეჩერება!  აკუსტიკური დრამის აუთენტური მაღალხარისხიანი ჟღერადობის ტექნოლოგიების შემუშავების დარგში, ჩვენი კომპანიის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე, შეიქმნა DTX 402- ის ათი სხვადასხვა დრამის ნაკრების სემპლები. ამ სემპლების მეშვეობით თქვენ ასევე მარტივად შეძლებთ შექმნათ დრამის ნაკრების სხვადასხვა ვარიაციებიც. მიეცით საშუალება თქვენს მუსიკალურ იდეებს, DTX ელექტრო დრამის ექსპრესიული შესაძლებლობების ფართო სპექტრის მეშვეობით,იპოვონ საკუთარი უნიკალური ხმა !


სავარჯიშო ფუნქცია

– DTX- დრამებს გააჩნია 10 სავარჯიშო ფუნქცია და კიდევ ისეთი ფუნქციები, რომელთა განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრო დრამზე. მათთან წვდომა შესაძლებელია დრამის მოდულისა და აპლიკაციის მეშვეობით. მოდული, როგორც მასწავლებელი, ისე დაგეხმარებათ მეცადინეობაში. ფუნქცია Pad Gate – დაგეხმარებათ ყველა უნარის გამოვლენაში ეტაპობრივად; ფუნქცია Rhytm Gate – სწორი რითმის შეგრძნებას გასწავლით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია დრამებზე დაკვრისას; ფუნქცია Fast Blast - ზომავს დარტყმების სიჩქარეს. ასევე ხელმისაწვდომია ქულებით შეფასების ფუნქცია, რაც საშუალებას მოგცემთ ობიექტურად შეაფასოთ საკუთარი უნარები.

აპლიკაცია

– დაუკავშირეთ მოდული თქვენს სმარტფონს ან კომპიუტერს USB არხის მეშვეობით და თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ DTX ბიბლიოთეკის ტემბრები აუდიოფაილების შექმნისას. ასევე მუსიკის  შესაქმნელად, მოდულის დაკავშირება შეგიძლიათ ციფრულ სამუშაო სადგურთან (DAW).


მყარი/ ჩუმი/ ექსპრესიული

პედების და სადგამების სიმყარე და გამძლეობა დადასტურებულია Yamaha–ს მიერ ჩატარებული ცდებით. სწორედ ამ მახასიათებლების წყალობით, თქვენ დაზოგავთ ძალისხმევას, დროსა და ხარჯს, რომლებიც საჭიროა სხვა დრამებში დეტალების გამოცვლისას ან პროფილაქტიკის დროს. 

– დრამების ზედაპირის მკვეთრი უკურეაქცია– იდეალურია პრაქტიკისთვის და რითმის შეგრძნების საშუალებას იძლევა. DTX402–ის ჟღერადობის შემუშავებისას მონაწილეობას იღებდნენ არა მხოლოდ პროფესიონალი ინჟინრები. მაქსიმალურად გამოხატული ჟღერადობის და ბუნებრივი უკურეაქციის მისაღებად გამოყენებულია მრავალი დრამერის შესრულების სემპლები, რაც შემდგომში აკუსტკურ დრამებზე შესრულებას გაგიმარტივებთ.


კონსტრუქცია

ჩვენ, კომპანია Yamaha–ს სპეციალისტებმა დრამების შესახებ ვიცით ყველაფერი. სწორედ ამიტომ, ჩვენ შევძელით კომპაქტური ინსტრუმენტის შექმნა დანაკარგების გარეშე. თქვენ შეგიძლიათ არეგულიროთ თეფშების, პატარა დრამების და ტომების მდებარეობა და დახრის კუთხე ისე, როგორც თქვენთვის იქნება კომფორტული. კომპლექტში შედის ასევე Yamaha– ს ფირმის ბას –დრამის პედალი, რომელიც პროფესიონალი დრამერების უდავო ფავორიტია. DTX – დრამი გადმოსცემს აკუსტიკური ინსტრუმენტის ჟღერადობის  ყველა ნიუანსს. ასევე შესაძლებელია კონსტრუქციის სიმაღლის რეგულირებაც, რაც კომფორტულს ხდის მას როგორც ზრდასრულებისათვის, ისე ბავშვებისთვისაც.


ინსტრუმენტის აწყობა

– დიზაინისა და კონსტრუქციის სიმარტივე შეგიმსუბუქებთ ყველა იმ რთულ მომენტს, რომლებიც დაკავშირებულია ინსტრუმენტის აწყობასთან. მინიმალური  დრო და  ენერგიაა საჭირო იმისთვის, რომ თითქმის მომენტალურად დატკბეთ მასზე დაკვრით. კონსტრუქციის ჩარჩო დამზადებულია ფოლადისაგან, რაც მას აძლევს სიმყარეს. მაგრამ პარალელურად ის კომპაქტური, მსუბუქი და მარტივად კეცვადია– ამიტომ DTX–დრამზე დაკვრას თქვენ შეძლებთ ნებისმიერ ადგილას, სადაც მოისურვებთ.


პატარა დრამი7.5"
ტომ– ტომი 1,27.5"
იატაკის ტომი 7,5"
ბას– დრამი
KU100
ჰაი–ჰეტი10"
ჰაი–ჰეტის რეგულატორიDTX402K 
თეფში "Crash"
10"
თეფში "Ride"
10"
წონა13,9კგ
დრამის მოდული 
ტონ–გენერატორიAWM2 
პოლიფონია64
რევერბერაცია9 ტიპი
ტემბრებიდრამი და პერკუსია:287
მელოდიები:128
დრამის ნაკრები10
მელოდები10
მეტრონომის ტემპი30-300
მეტრონომის ტაქტი1/4-9/4
არხები 
პატარა დრამიStandard stereo phone
ტომ 1Standard mono phone
ტომ 2Standard mono phone 
იატაკის ტომიStandard mono phone
თეფში "RIDE"Standard mono phone
თეფში "CRASH"Standard stereo phone
ჰაი– ჰეტიStandard mono phone 
HI-HAT CTLStandard stereo phone
KICK/PADStandard stereo phone 
USB TO HOST USB typeB 
AUX INMini Stereo Audio
Phones/ OutputStandart Stereo Audio
DC IN+
მოხმარებადი სიმძლავრე5W 
კვების ბლოკიPA-130 
მოდულის წონა და ზომები0,5კგ, 
269*147*39მმ (სიგანე*სიღრმე*სიმაღლე)



ინსტრუქციის სრული ვერსიის სანახავად მიყევით ბმულს:

https://asia-latinamerica-mea.yamaha.com/files/download/other_assets/1/1181111/dtx402k_432k_452k_en_om_b0.pdf

პარტნიორები